მეგამდიდრებიც არ არიან დაზღვეული ეპიკური შეცდომებისგან. ყველაზე გამჭრიახმა, ყველაზე ცნობილმა მილიარდერებმაც კი, რომლებიც მისაბაძი მაგალითები არიან, დაუშვეს “სკანდალური“ შეცდომები, რომლებიც მათ საკმაოდ ძვირადაც კი დაუჯდათ.

მათ შორის არიან ჯეფ ბეზოსი, ელონ მასკი და სხვები.

გთავაზობთ მილიარდერების ყველაზე ხმაურიანი ბიზნეს შეცდომებს:

ჯეფ ბეზოსის, Amazon-ის ტელეფონი, რომელიც თითქმის არავინ იყიდა

პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი დღეს წარმატების სიმბოლოა. თუმცა, მასაც ჰქონია რთული პერიოდები.

ბეზოსმა თავის დროზე საშინელი საქმიანი შეცდომა დაუშვა. Apple-სა და Samsung-თან კონკურენციის მცდელობისას Amazon-მა 2014 წელს გამოუშვა მოწყობილობა Fire Phone.

ტელეფონის გადაჭარბებულად მაღალმა ფასმა და შეზღუდულმა ტექნოლოგიურმა ეკოსისტემამ მისი ჩავარდნა გამოიწვია. ტელეფონი არ გაიყიდა, მაშინაც კი, როდესაც მისი ფასი რამდენიმე ასეული დოლარიდან მხოლოდ 99 ცენტამდე დაეცა.

Amazon-მა მოდელის წარმოება ჩუმად შეწყვიტა მომდევნო წელს და 170 მილიონი დოლარი იზარალა.

რუპერტ მერდოკის MySpace-ის ჩავარდნა

მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა 2005 წელს შეცდომა დაუშვა, როდესაც მისმა კომპანიამ 580 მილიონი დოლარი გადაიხადა სოციალური ქსელის - MySpace-ს შესაძენად.

ერთ დროს აღნიშნული სოციალური ქსელი პოპულარული იყო. თუმცა მალევე Facebook -ის კონკურენციას ვერ გაუძლო და MySpace-მა დაიწყო მომხმარებლების დაკარგვა.

MySpace საბოლოოდ News Corp-ს 2011 წელს მხოლოდ 35 მილიონ დოლარად გაიყიდა. მაშინ მერდოკმა საგრძნობლად იზარალა.

ჯორჯ სოროსის ფსონი რუსეთზე

უნგრელ-ამერიკელმა ინვესტორმა ჯორჯ სოროსმა თავის დროზე შთამბეჭდავი ფინანსური გადატრიალება მოახდინა. მაგალითად, 1992 წლის სექტემბერში გაყიდა დიდი ოდენობით ფუნტი, რითიც მისმა Quantum Fund-მა 1 მილიარდი მოიგო.

გარიგებამ სოროსი აქცია "ადამიანად, რომელმაც დაარღვია ინგლისის ბანკი".

შემდეგ Quantum Fund-მა დიდი ინვესტიცია განახორციელა რუსეთში, ძირითადად აქციებსა და ობლიგაციებში.

თუმცა, 1998 წელს ქვეყნის ეკონომიკა დაინგრა და რუსეთის მთავრობამ საბოლოოდ გააუფასურა რუბლი. შედეგად, სოროსმა 2 მილიარდი დოლარი დაკარგა.

ელონ მასკის ძვირადღირებული “ტვიტერი“

სანამ Twitter -ს (დღეს X-ს) იყიდდა, ელონ მასკის ტვიტმა დიდი აურზაური გამოიწვია.

2018 წლის 7 აგვისტოს მან დაწერა, რომ განიხილავდა Tesla-ს პრივატიზაციას. თავდაპირველად კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, მაგრამ როდესაც გაირკვა, რომ პროცესისითვის მასკი მზად არ იყო. Tesla-ს ფასი ჩამოინგრა.

Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ „ტვიტიდან“ რამდენიმე თვეში 10 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

წყარო: lovemoney.com

bpn.ge