ტულუზას უნივერსიტეტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ თითოეული ზრდასრული ადამიანი დღეში 68 000-მდე მიკროსკოპულ პლასტმასის ნაწილაკს შეისუნთქავს. ბავშვებისთვის ეს მაჩვენებელი დღეში დაახლოებით 47 000 ნაწილაკს შეადგენს – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

მიკროპლასტმასი არის პლასტმასის პაწაწინა ნაწილაკები, რომელთა ზომა 5 მილიმეტრზე ნაკლებია. ისინი გვხვდება მრავალ ყოველდღიურ ნივთში, მათ შორის კბილის პასტაში, შამპუნსა და მედიკამენტების კაფსულებში, ასევე წარმოიქმნება პლასტმასის ნივთების (მაგალითად, პლასტიკური პარკების) დაშლის დროს.

ადრე მეცნიერება მიკროპლასტმასს ძირითადად წყალსა და ოკეანეებში  სწავლობდა. თუმცა, ამ ნაშრომში ექსპერტებმა ბინებსა და მანქანებში ჰაერი გააანალიზეს. შედეგებმა აჩვენა, რომ საშუალოდ, სახლში არსებული კუბური მეტრი ჰაერი თვალისთვის უხილავი 528 მიკროპლასტმასის ნაწილაკს შეიცავს. მანქანაში ეს მაჩვენებელი ოთხჯერ მეტი იყო.