სახელმწიფო ბიუჯეტის შევსების მიზნით, საფრანგეთის სენატმა წელიწადში დამატებითი სამუშაო საათები გამოყო. Reuters-ი წერს, რომ მომდევნო წლიდან საფრანგეთში დასაქმებული ადამიანები წელიწადში 7 საათს ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმუშავებენ.
პროექტის ინიციატორი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიის სენატორი ელისაბედ დუანოა.
სენატორის განმარტებით, დასაქმებულები წელიწადში ერთ დღეს უხელფასოდ იმუშავებენ, დამსაქმებელი კი კონტრიბუციას შრომის ფონდში გადარიცხავს. აღნიშნულმა კანონპროექტმა საფრანგეთის ხაზინა 2.5 მილიონი ევროთი უნდა შეავსოს.
მიუხედავად იმისა, რომ სენატმა ცვლილებას მწვანე შუქი აუნთო, შესაძლოა პროექტი ბიუჯეტის საბოლოო განხილვისას მაინც არ დამტკიცდეს.
სენატორების ნაწილი სახელმწიფო დღესასწაულებზე დასვენების გაუქმებასაც განიხილავს, რამაც ფრანგული პროფკავშირების პროტესტი გამოიწვია.
ცვლილების მიზეზი – საფრანგეთის ბიუჯეტში ფინანსური დეფიციტია. ბიუჯეტის პრობლემებმა ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გააუარესა.
ოქტომბერში Fitch-მა საფრანგეთის საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი "სტაბილურიდან" "ნეგატიურით" შეცვალა.