Ford-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ ფარლიმ და Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ხელი მოაწერეს თანამშრომლობას Superchargers-ი ელექტრო მანქანების საერთო დამტენი სადგურების შესაქმნელად. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
შეთანხმების თანახმად, Ford-მა განაცხადა, რომ 2025 წლიდან კომპანია Tesla ღია კოდის დამუხტვის სტანდარტზე (NACS) გადავა.
სხვა მოდელები, რომლებიც კომბინირებული დამუხტვის სისტემის (CCS) გლობალურ სტანდარტს იყენებენ, Tesla-ს დამტენი სადგურის ადაპტერის გამოყენებას შეძლებენ.
Ford-ის ყველა არსებულ და მომავალ მომხმარებელს Tesla Supercharger-ის 12 000 დამტენ სადგურზე აშშ-ში და სულ 45 000 სადგურზე ექნება წვდომა მთელ მსოფლიოში.