გამოცემა Forbes-მა 2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების სია გამოაქვეყნა.

დუეინ ჯონსონი მეხუთედ(2016, 2019, 2020, 2021) გახდა წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობი. 52 წლის ვარსკვლავმა $88 მილიონი გამოიმუშავა. ძირითადი შემოსავალი ჯონსონმა Amazon-ის საშობაო ფილმში Red One და ანიმაციაში Moana 2 შესრულებულმა როლებმა მოუტანა.

მეორე ადგილზე $85 მილიონით რაიონ რეინოლდსი გავიდა. მსახიობს ძირითადი მოგება Deadpool & Wolverine-მა მოუტანა, გარდა ამისა რეინოლდსის შემოსავალზე აისახა ფილმ IF-ისთვის მიღებული ჰონორარი.

$81 მილიონით სამეულში მოხვდა ჯონსონის დიდი ხნის მეგობარი კევინ ჰარტი. კომიკოსს საპატიო ადგილის მოსაპოვებლად 2024 წელს ბევრი შრომა მოუწია. ჰარტმა ფილმებში Borderlands და Lift, სერიალ Fight Night-ში ითამაშა, ასევე Amazon-სა და The Roku Channel-ზე გამოვიდა მისი პერსონალური სტენდაპები. გარდა ამისა, კომიკოსმა 90-ზე მეტი სტენდაპ შოუ ჩაატარა.

2024 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი მსახიობების ათეული კი ასე გამოიყურება:

  • დუეინ ჯონსონი – $88 000 000
  • რაიან რეინოლდსი – $85 000 000
  • კევინ ჰარტი – $81 000 000
  • ჰერი სეინფილდი – $60 000 000
  • ჰიუ ჯეკმანი – $50 000 000
  • ბრედ პიტი – $32 000 000
  • ჯორჯ კლუნი – $31 000 000
  • ნიკოლ კიდმანი – $31 000 000
  • ადამ სენდლერი – $26 000 000
  • უილ სმიტი – $26 000 000 

tabula.ge