Forbes-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების განახლებული სია გამოაქვეყნა. 2023 წლის ბოლოსთვის სიის სათავეში კვლავ ილონ მასკია. მისი ქონება $254.9 მილიარდია.

ილონ მასკმა 6 კომპანია დააარსა, მათ შორის ელექტრო მანქანების მწარმოებელი Tesla, რაკეტების მწარმოებელი SpaceX და სტარტაპი Boring Company. 2022 წელს მასკმა სოციალური ქსელი Twitter-ი იყიდა $44 მლრდ-ად. მასკი ფლობს კომპანიის დაახლოებით 74%-ს, რომელსაც ახლა X ჰქვია.

2023 წლის დასაწყისში მასკმა პირველობა დაკარგა, აპრილში პირველ ადგილზე კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის მფლობელი და ხელმძღვანელი ბერნარ არნო იყო, თუმცა მასკმა პირველობა სექტემბერში კვლავ დაიბრუნა.

ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეული ასე გამოიყურება:

ილონ მასკი – $254.9 მილიარდი;

ბერნარ არნო – $202.4 მილიარდი;

ჯეფ ბეზოსი – $172.3 მილიარდი;

ლარი ელისონი – $133.2 მილიარდი;

უორენ ბაფეტი – $119 მილიარდი;

ბილ გეითსი - $117,6 მილიარდი (104 მილიარდი ჰქონდა აპრილში);

მარკ ცუკერბერგი - $115,9 მილიარდი;

სტივ ბალმერი - $112,8 მილიარდი ($80,7 მილიარდი ჰქონდა აპრილში);

ლარი პეიჯი - $111,7 მილიარდი;

სერგეი ბრინი - $107,3 ​​მილიარდი.

2023 წლის Forbes-ის ყველაზე მდიდარი ადამიანების სრული სია ნახეთ აქ.