სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა ისრაელის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

სარეიტინგო სააგენტოს ცნობით, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, Fitch-მა ქვეყნის რეიტინგი „A-plus“-დან „A“-მდე შეამცირა, ხოლო პროგნოზი ნეგატიურზე დატოვა.

„ჩვენი მოსაზრებით, ღაზას სექტორში კონფლიქტი 2025 წელსაც გაგრძელდება, არსებობს რისკები, რომ კონფლიქტი სხვა ფრონტებზეც გაფართოვდეს“, - განაცხადეს სარეიტინგო სააგენტოში.

ცნობისთვის, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ესკალაციის საფრთხე მას შემდეგ გაჩნდა, რაც რამდენიმე კვირის წინ ირანში „ჰამასის“ ლიდერი, ისმაილ ჰანიე, ხოლო ბეირუთში „ჰეზბოლას" სამხედრო ლიდერი ფუად შუკრი მოკლეს.