ფინეთში, შესაძლოა გამოჩნდეს თითქმის 270 ახალი სამრეწველო მზის ელექტროსადგური. ამჟამად ქვეყანაში მათი რაოდენობა 25–ია. – „ევროპულსი“ წერს, რომ ამის შესახებ ნათქვამია ფინეთის განახლებადი ენერგიის ასოციაციის ანგარიშში. 

თუ ყველა ეს მზის პანელი აშენდება, ისინი დაიკავებენ დაახლოებით 25 ათას ჰექტარს - ეს არის დაახლოებით 36 ათასი ფეხბურთის მოედანი. ახალი ელექტროსადგურები უკვე არსებულზე ბევრად დიდი და მძლავრი იგეგმება. მაგალითად, მათგან ყველაზე დიდის სიმძლავრე 600 მეგავატს მიაღწევს.

2024 წლის ბოლოსთვის, ფინეთის მთლიანი სამრეწველო მზის ენერგიის სიმძლავრე იყო 120 მეგავატზე ოდნავ მეტი.

ყველაზე მეტი სადგური აშენდება ჩრდილოეთ ოსტრობოტნიაში, რომელიც ესაზღვრება ლაპლანდიას - 32 პროექტი. მათი ჯამური სიმძლავრე იქნება 1,9 გიგავატი. ეს საკმარისია დაახლოებით 3 მილიონი სახლის ელექტროენერგიით უზრუნველყოფისთვის.

განახლებადი ენერგიის დახმარებით ევროკავშირი აპირებს შეასრულოს ამბიციური ამოცანა – 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისიების 55%-ით შემცირება,ასევე 2050 წლისთვის სათბურის გაზების ე.წ. ნულოვანი დონის მიღწევა.

ეს ნიშნავს, რომ ამ გამონაბოლქვის მოცულობა იმდენად შემცირდება, რომ ისინი მთლიანად ბუნებრივად შეიწოვება (მაგალითად, ხეების მიერ) და არ დაგროვდება ატმოსფეროში.