ფინურმა ბენზინგასამართი სადგურების ქსელმა Teboil-მა, რომელსაც რუსული ნავთობის კომპანია Lukoil-ის მფლობელობაშია განაცხადა, რომ ის ფინეთში თავისი ყველა სადგურის დახურვისთვის ემზადება, რადგან საწვავის მარაგი აშშ-ს სანქციების ფონზე, რომლებიც მის სამეთვალყურეო კომპანიას დაუწესდა, იწურება.

Teboil Lukoil-ის პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც აცხადებს, რომ სანქციების შედეგად იხურება.

Teboil-ს ფინეთში 430 ბენზინგასამართი სადგური აქვს, რაც 2024 წლის მონაცემებით, სკანდინავიური ქვეყნის 2 250 სადგურის დაახლოებით მეხუთედს წარმოადგენს.

„საწვავის მარაგების სრულად ამოწურვის შემდეგ, სადგურები ეტაპობრივად დაიხურება“, - ნათქვამია Teboil-ის განცხადებაში. კომპანიას დახურვის კონკრეტულ ვადებზე განმარტება არ გაუკეთებია.