FIFA-ს წესები საერთაშორისო ტრანსფერებთან დაკავშირებით არღვევს ევროპულ კანონმდებლობას. ამ დასკვნამდე მივიდა ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლო, რომელმაც პარასკევს გამოიტანა განაჩენი საფრანგეთის  ნაკრების ყოფილი ფეხბურთელის ათწლიან სარჩელზე.

2013 წელს ფეხბურთელმა ლასანა დიარამ მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, შემდეგი სეზონის დასაწყისში, საწვრთნელ ბანაკში არ გამოცხადდა ჰონორართან დაკავშირებული კონფლიქტის გამო. „ლოკომოტივმა“ კონტრაქტი ცალმხრივად გაწყვიტა და კომპენსაციისთვის FIFA-ს მიმართა. ფედერაციამ გადაწყვიტა, რომ სამსახურიდან გათავისუფლება იყო სამართლიანი და დაავალა დიარას 10,5 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა.

ამასობაში ფეხბურთელით ბელგიური შარლერუა დაინტერესდა. ამასთან, კლუბმა FIFA-ს სთხოვა გარანტიები, რომ „ლოკომოტივისთვის“ ჯარიმის გადახდა არ მოუწევდა. FIFA–მ გარანტიები არ მისცა, რადგან მისი წესების თანახმად, ფეხბურთელის ყოფილმა კლუბმა უნდა მისცეს ნებართვა ტრანსფერზე და ის არ აპირებდა ამის გაკეთებას მიღებული თანხის გარეშე.

შედეგად, გარიგება ჩაიშალა და დიარამ შეიტანა სარჩელი ევროპულ სასამართლოში. ახლა სასამართლომ დაადგინა, რომ FIFA–ს სატრანსფერო წესები არღვევს შიდა ბაზარზე გადაადგილების თავისუფლებისა და კონკურენციის პრინციპებს.

euronews