ნოემბერში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების დასრულების შემდეგ ფიფა-მ მსოფლიო რეიტინგი განაახლა. როგორც მოსალოდნელი იყო, ესპანეთთან და ბულგარეთთან წაგებების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პოზიცია ვერ შეინარჩუნა და 70-დან 73-ადგილზე გადაინაცვლა. მას 1347.88 ქულა აქვს.
პირველია ესპანეთი, რომელსაც არგენტინა მოსდევს:
1. ესპანეთი – 1877.18 ქულა
2. არგენტინა – 1873.33
3. საფრანგეთი – 1870
4. ინგლისი – 1834.12
5. ბრაზილია – 1760.46
6. პორტუგალია – 1760.38
7. ნიდერლანდები – 1756.27
8. ბელგია – 1730.71
9. გერმანია – 1724.15
10. ხორვატია – 1716.88