აშშ-ის უმსხვილესმა ნავთობისა და გაზის კომპანია ExxonMobil-მა ექსკლუზიური მოლაპარაკებები დაიწყო North Atlantic France SAS-თან, რათა გაყიდოს მისი ფრანგული ქვედანაყოფის, Esso SAF-ის, 82.89%-იანი წილი.
გარიგების ფასი მოლაპარაკებების დასრულებამდე რამდენიმე ფაქტორით განისაზღვრება, – ნათქვამია Exxon-ის განცხადებაში.
გარიგების დასრულება 2025 წლის მეოთხე კვარტალშია მოსალოდნელი.
2024 წელს Exxon-მა გამოაცხადა, რომ საფრანგეთში თავისი ნავთობქიმიური ოპერაციების ნაწილს შეწყვეტდა.