აგვისტოში ევროზონაში საცალო გაყიდვები წინა თვესთან შედარებით 0,2%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ევროკავშირის სტატისტიკური სამსახური (Eurostat) იტყობინება.

Bloomberg-ის თანახმად, დინამიკა დაემთხვა ანალიტიკოსების საშუალო შეფასებას. სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები გაიზარდა 0.2%-ით, ხოლო ასაავტომობილო საწვავის 1.1%-ით. 0,3%-ით გაიზარდა არასასურსათო პროდუქციის გაყიდვები (საწვავის გარეშე).

საცალო გაყიდვები ევროზონაში აგვისტოში 0,8%-ით გაიზარდა 2023 წლის იმავე თვესთან შედარებით. მათ შორის, სურსათის, სასმელების და თამბაქოს ნაწარმის გაყიდვები 0.2%-ით შემცირდა. არასასურსათო პროდუქტების გაყიდვები გაიზარდა 1,4%-ით, საავტომობილო საწვავის - 2,5%-ით.

შესწორებული მონაცემების მიხედვით, საცალო გაყიდვები უცვლელი დარჩა ივლისის თვესთან შედარებით, ადრე დაფიქსირებული იყო 0.1%-იანი ზრდა. დადასტურებულია წლიური შეფასება - კლება 0,1%.

საცალო გაყიდვები ევროკავშირში გაიზარდა 0.3%-ით თვიდან თვესთან შედარებით აგვისტოში და 1%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

interfax