რიგით 69-ე ევროვიზია შვეიცარიაში, ბაზელში ჩატარდება. შვეიცარიამ კონკურსის მასპინძლობა მას შემდეგ მოიპოვა, რაც 2024 წლის კონკურსზე შვეიცარიის წარმომადგენელმა, Nemo-მ  სიმღერით The Code გაიმარჯვა. მან 591 ქულა მიიღო.

ევროვიზია 2025 წელს 13, 15 და 17 მაისს გაიმართება.

შვეიცარიამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სამჯერ – 1956, 1988 და 2024 წლებში მოიგო. ამ ქვეყანამ კონკურსს 1957, 1989 წლებში უმასპინძლა და 2025-შიც მასპინძელი ქვეყანა იქნება.

ევროვიზია 2025-ის სლოგანია United By Music | „მუსიკით გაერთიანებული“. აღნიშნული კონკურსის მუდმივ სლოგანად იქცა, რაც  ევროვიზიის ბრენდსტრატეგიის ნაწილია.

ამჟამად ევროვიზია 2025-ზე მონაწილეობა 24 ქვეყანას აქვს დადასტურებული. კონკურსს 2025 წელს მონტენეგრო უბრუნდება.

1tv.ge