იტალიის დედაქალაქი რომი, რომელიც ადრე ევროპაში ყველაზე სახიფათო ქალაქად იყო დასახელებული, ასევე აღიარებულ იქნა ევროპაში ყველაზე გადატვირთულ ქალაქად.

გარდა ამისა, იტალიის კიდევ სამი ქალაქი მოხვდა ათეულში - მილანი, ვენეცია ​​და ფლორენცია, წერს Daily Express ონლაინ გიდის Dubai Tours and Tickets-ის დაკვეთით ჩატარებული კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.

2024 წელს დიდი ბრიტანეთიდან რომის მიმართულებით ყოველთვიურად ფრენების საშუალოდ 50 570 ძიება ფიქსირდებოდა, რაც მას ბრიტანელებისთვის ყველაზე პოპულარულ საძიებო ადგილად აქცევს.

მთლიანობაში, კვლევამ გააანალიზა Google-ს ძიების მონაცემები მსოფლიოს 140 ქალაქისთვის გასული წლის განმავლობაში.

2024 წელს ევროპის 10 ყველაზე დატვირთული ქალაქის სია ასეთია:

1. რომი (იტალია)

2. ლისაბონი (პორტუგალია)

3. ბერლინი (გერმანია)

4. მილანი (იტალია)

5. ვენეცია ​​(იტალია)

6. პარიზი (საფრანგეთი)

7. როდოსის კუნძული (საბერძნეთი)

8. ათენი (საბერძნეთი)

9. ნიცა (საფრანგეთი)

10. ფლორენცია (იტალია)

bpn.ge