ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც მოსალოდნელი იყო, დღეს ECB-ის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 4%-იან ნიშნულამდე შეამცირა.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება ინფლაციური ინდიკატორების გაუმჯობესებითაა განპირობებული. ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის, კრისტინ ლაგარდის შეფასებით, ევროზონის ინფლაცია მომდევნო წლებში შენელდება და 2025 წელს, ის სამიზნე 2%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება. შედარებისთვის, ამჟამად ევროზონაში ინფლაციის დონე 2.5%-ის ფარგლებში მერყეობს.

ევროპის ცენტრალური ბანკის მხრიდან რეფინანსირების განაკვეთის შემცირება გლობალური საფინანსო ბაზრებისა და ინვესტორებისთვის უმნიშვნელოვანეს სიახლეს წარმოადგენს, რადგან ის ECB-ის შემსუბუქების სტრატეგიის ამოქმედებაზე და კრედიტის გაიაფებაზე მოასწავებს.