ხუთშაბათს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაცია PACE-ს ვებგვერდზე დევს.

კერძოდ, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) დებატები სახელწოდებით, „საქართველოში პოლიტიკური დევნის წინაშე მყოფი პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდება“ არის დაგეგმილი.

დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ipn.ge