ახალი ანალიზის თანახმად, ლონდონს ზედიზედ მეოთხე წელია  ევროპაში ყველაზე გადატვირთული გზები აქვს. ამის შესახებ „ევრონიუსი“ წერს.

სატრანსპორტო ანალიტიკურმა კომპანია Inrix-მა აღმოაჩინა, რომ ლონდონის გზები მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა  გადატვირთულობით.

Inrix თავის გლობალურ საგზაო მოძრაობის ანგარიშში 2024-ში ამბობს, რომ დედაქალაქზე მოდის გაერთიანებული სამეფოს გზებზე არსებული შეფერხებების დაახლოებით ნახევარი. ეს უდრის დაახლოებით 3,85 მილიარდი ფუნტის დაკარგულ დროს ან 942 ფუნტ სტერლინგს თითო მძღოლზე.