ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ტრამპთან პირდაპირი დაპირისპირებისთვის, ის აგრესიულ რეჟიმშია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, – „პოლიტიკოს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა განაცხადა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 7 იანვარს განაცხადეს, რომ გრენლანდიის „დაპყრობა არ შეიძლება“, მას შემდეგ, რაც თეთრმა სახლმა კვლავ წამოჭრა სამხედროების მიერ მისი ხელში ჩაგდების შესაძლებლობა.
„პოლიტიკოს“ თანახმად, თუ ევროპის მთავრობებს აქამდე არ ესმოდათ, რომ დონალდ ტრამპის მუქარა გრენლანდიის მიტაცების შესახებ სერიოზული იყო, ახლა იციან.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ევროპელი პოლიტიკოსები აღარ უგულებელყოფენ აშშ-ის პრეზიდენტის გაძლიერებულ რიტორიკას და სასოწარკვეთილად ეძებენ გეგმას მის შესაჩერებლად.
„სასწორზე დევს კითხვა, თუ როგორ შეიძლება ევროპის, ევროკავშირის გაძლიერება, რათა შეაჩეროს საფრთხეები, მისი უსაფრთხოებისა და ინტერესების წინააღმდეგ მიმართული მცდელობები. გრენლანდია არ იყიდება და არც მისი აღებაა შესაძლებელი. ამიტომ, მუქარები უნდა შეწყდეს“, – განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ.