აგრარულმა გაერთიანებამ, Copa-Cogeca-მ განაცხადა, რომ 2024 წლის ბოლოს ევროპაში ღვინისა და ტკბილეულის წარმოება იქნება 144 მილიონი ჰექტოლიტრი, რაც თითქმის 3%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით და 10%-ით დაბალი ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელზე – ამის შესახებ Just Drinks–ი იუწყება.
გაერთიანებაში ამბობენ, რომ ევროპის ღვინის ინდუსტრიის წინაშე მდგარი პრობლემები კვლავ იზრდება, განსაკუთრებით არახელსაყრელი კლიმატური პირობების ფონზე.
2024 წელს ევროკავშირში ღვინის უმსხვილესი მწარმოებელი იქნება იტალია 41 მლნ ჰექტოლიტრით და ესპანეთი 38,1 მლნ ჰექტოლიტრით რაც 18%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. საფრანგეთში, რომელიც ადრე პირველ ადგილს იკავებდა, წარმოება 22%-ით, 37,4 მლნ ჰექტოლიტრამდე შემცირდა.