ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ახალი კვლევის თანახმად, ევროპელთა დიდი უმრავლესობისთვის, კლიმატის ცვლილება არის მეორე საკითხი ინფლაციის (ცხოვრების ღირებულების) შემდეგ იმ საკითხების სიაში, რომლებზე მუშაობაც ქვეყნებმა ეროვნულ დონეზე უნდა გააძლიერონ.

ევროკავშირის მოქალაქეების თითქმის სამმა მეოთხედმა (72%) იცის, რომ მათ მოუწევთ ცხოვრების წესის შეცვლა კლიმატის ცვლილების გამო და 90%-ზე მეტი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, მათი ქვეყანაც მოერგოს ახალ პირობებს, ადაპტირდეს კლიმატის ახალ პირობებთან.

ევროპელების 94%-ს მიაჩნია, რომ მათი ქვეყნები უნდა შეიცვალოს გლობალური დათბობის საპასუხოდ, ხოლო ევროპელების 50%-ს მიაჩნია, რომ ეს პრიორიტეტი უნდა იყოს.

EIB-ის თანახმად, ადაპტაციის გეგმა მოიცავს, მაგალითად, ინფრასტრუქტურის დაცვას და მსოფლიოს წყლისა და საკვების მარაგის სტაბილიზაციას.

გლობალური დათბობა ყველაზე ინტენსიურად ევროპაშიო მიმდინარეობს. 

ყოველწლიურმა გამოკითხვამ 24000-ზე მეტ ევროკავშირის მოქალაქეს (რესპონდენტს) სთხოვა საკუთარი აზრი და გამოცდილება გაეზიარებინა კლიმატის ცვლილებისა და კლიმატთან ადაპტაციის შესახებ.