ევროპაში ძირითადი რუსული მედია საშუალებების ტელეგრამ-არხები მიუწვდომელია - ამის შესახებ რუსული მედია წერს.
ამ დროისთვის დაიბლოკა „რია ნოვოსტის“ და „იზვესტიას“ ტელეგრამ-არხები. მედიასაშუალებების ტელეგრამ არხები გათიშულია პოლონეთში, ბელგიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში, ჩეხეთსა და იტალიაში. ევროპული მობილური ოპერატორები კონტენტზე წვდომას არ უზრუნველყოფენ.
ამ არხებით ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რუსული SIM ბარათით.