მედია ევროპარლამენტის ახალი შემადგენლობის პროგნოზს აქვეყნებს, რომელიც 11 სახელმწიფოს წინასწარ მონაცემებს და 16 წინასაარჩევნო გამოკითხვას ეყრდნობა.
აღნიშნული მონაცემებით მანდატები ასე ნაწილდება:
„ევროპის სახალხო პარტია" - 181;
„სოციალისტები და დემოკრატები" - 135;
„ევროპული განახლება" - 82;
„ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" - 71;
„იდენტობა და დემოკრატია" - 62;
„მწვანეები - 53 ;
„მემარცხენეები" - 34;
შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნები 6-9 ივნისს მიმდინარეობდა.