ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირს ბლოკში სომხეთის გაწევრიანების შესაძლებლობის განხილვას სთავაზობს.

„თუ სომხეთი დაინტერესებულია კანდიდატის სტატუსის მოპოვებით და გააგრძელებს მდგრადი რეფორმების გზას, რომელიც გააძლიერებს მის დემოკრატიას, ეს შეიძლება გახდეს ევროკავშირ-სომხეთის ურთიერთობების ტრანსფორმაციის ეტაპის საფუძველი“. - ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის ავტორობით შეიქმნა.

ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოებს, სომხეთს თანამშრომლობის გაფართოებისას არა მხოლოდ ეკონომიკური პარტნიორობის, არამედ პოლიტიკური დიალოგის, უსაფრთხოების, ხალხთა შორის კონტაქტებისა და სექტორული ინტეგრაციის სფეროებშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი.