ევროკომისიამ სამშაბათს წარადგინა ევროკავშირში რუსული ენერგოპროდუქტების იმპორტის შეჩერების „საგზაო რუკის“ პროექტი.
„დღეს ჩვენ დავამტკიცეთ საგზაო რუკა და მომავალ თვეში წარმოვადგენთ კომისიის საკანონმდებლო წინადადებებს“, - განაცხადა ევროკომისიის წევრმა ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენმა, სტრასბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.