ევროკომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა 2026 წლიდან ბულგარეთის ევროზე გადასვლა დაამტკიცეს, რაც მას სავალუტო ბლოკში 21-ე ქვეყნად აქცევს, იტყობინება Bloomberg TV Bulgaria.
ევროკომისიამ და ევროპის ცენტრალურმა ბანკმა დაადასტურეს, რომ ბულგარეთი მზადაა ევროზონაში გაწევრიანდეს. სპეციალური ანგარიშების თანახმად, ქვეყანა ასრულებს ყველა საჭირო ეკონომიკურ და სამართლებრივ პირობას საერთო ვალუტაზე გადასასვლელად.