ევროკომისიამ (EC) და ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფმა (ევროპის საინვესტიციო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ფონდი) ხუთშაბათს, ხელოვნური ინტელექტის გიგაქარხნების მხარდასაჭერად ძალისხმევის გაერთიანების შესახებ განაცხადეს.

ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ტექნოლოგიური სუვერენიტეტის საკითხებში ჰენა ვირკუნენმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის პრეზიდენტმა, ნადია კალვინიომ და ევროპის საინვესტიციო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, მერეტე კლაუსენმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის მასშტაბით ხელოვნური ინტელექტის გიგაქარხნების განვითარებისა და განლაგების მხარდაჭერას, „რათა ევროპა ხელოვნურ ინტელექტის წამყვან კონტინენტად აქციონ“, ნათქვამია ევროკომისიის კომუნიკეში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ შეთანხმება ადგენს ჩარჩოს ხელოვნური ინტელექტის გიგაქარხნების დაფინანსებისა და განვითარების დაჩქარებისთვის, რაც „ევროპაში ხელოვნური ინტელექტის მომავალი ინფრასტრუქტურის საფუძველი გახდება“. ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფი სპეციალიზებულ საკონსულტაციო მხარდაჭერას გაუწევს კონსორციუმებს, რომლებიც გამოხატავენ ინტერესს ევროკომისიის განცხადების საპასუხოდ.

ვრცლად interfax – ზე