2022 წელს ენერგეტიკის სექტორი უზარმაზარი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ და მასთან დაკავშირებულმა სანქციებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ბაზრებზე, რამაც 2021 წლის ბოლოს განახლებად ენერგიაზე გადასვლასთან და ენერგიის, ნავთობისა და გაზის ფასების ზრდასთან ერთად, ყველას ცხოვრება გაართულა.

რუსეთი ევროკავშირისთვის წიაღისეულის უმსხვილესი მიმწოდებელია,  ნავთობი ენერგეტიკული მიქსის ერთ-ერთი კომპონენტი იყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის  შედეგად ყველზე მეტად დაზარალდა. კონფლიქტის შედეგად  სანამ რუსულ ნავთობზე მოთხოვნა სტაბილური  იყო რუსეთიდან ევროკავშირის ქვეყნებში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 12  თვეში 15 724 ათასი ტონიდან 6 248-მდე შემცირდა. 2019 წელთან შედარებით რუსეთიდან, ნავთობის იმპორტი 36%-ით  207 070 ტონიდან 13 33 380 ტონამდე შემცირდა.

ამ მოვლენამ ევროკავშირში ნავთობის იმპორტის სივრცე სხვა პარტნიორებისთვის გახსნა და ნორვეგიამ და აშშ-მ  თავიანთი ნავთობის ექსპორტი  გაზარდეს. აშშ-მ 2019 წელთან  შედარებით ევროკავშირში  ნავთობის ექსპორტი  63%-ით 25 813 ტონამდე გაზარდა, ნორვეგიამ  ეს მაჩვენებელი 37% -ით 16 695 ტონამდე, ანგოლამ 57%-ით 4140 ტონამდე და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ნავთობის  ექსპორტი 24%-ით 1435 ტონამდე გაზარდეს.