ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები თებერვალში 3,4%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) განცხადებაში.

ევროკავშირის ქვეყნებში რეგისტრირებული ახალი მსუბუქი ავტომობილების რაოდენობამ 853,67 ათასი შეადგინა, გასული წლის თებერვალში 883,838 ათასი.

გერმანიაში გაყიდვები დაეცა 6,4%-ით, იტალიაში 6,2%-ით, საფრანგეთში 0,7%-ით, ესპანეთში კი 11%-ით გაიზარდა.

მთლიანობაში ევროპაში გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა (ევროკავშირის ქვეყნები პლუს ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი) გასულ თვეში 3.1%-ით, 963 540-მდე შემცირდა. დიდ ბრიტანეთში გაყიდვები 1%-ით დაეცა.

ევროკავშირში ელექტრომობილების გაყიდვები თებერვალში 23,7%-ით გაიზარდა და 131 275 ათასი შეადგინა.

Volkswagen Group-ის (მათ შორის Skoda, Audi, Seat, Porsche და ა.შ.) გაყიდვები ევროკავშირში თებერვალში გაიზარდა 4,9%-ით, Stellantis–ის დაეცა 16,4%-ით, Renault-მა 11,3%-ით. გერმანიის ფუფუნების მანქანების მწარმოებელმა Bayerische Motoren Werke AG-მ დააფიქსირა მანქანების გაყიდვების 5.7%-იანი ზრდა, ხოლო მისმა მთავარმა კონკურენტმა Mercedes-Benz-მა 6.1%-ით შემცირება.

იაპონური Toyota Group-ის მანქანების გაყიდვები შემცირდა 5,5%-ით, ხოლო სამხრეთ კორეის Hyundai Group-ის 9,4%-ით.

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla Inc.–მა ევროკავშირში გაყიდა 11 743 ათასი ავტომობილი, რაც 47,1%-ით ნაკლებია გასული წლის თებერვალთან შედარებით.

იანვარ-თებერვალში ევროკავშირში ავტომობილების გაყიდვები 3%-ით შემცირდა და 1,686 მლნ ერთეული შეადგინა. ელექტრომობილების წილმა მთლიან გაყიდვებში 15,2% შეადგინა, წინა წელს 11,5%.

წყარო: interfax