ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს სომხეთში სამოქალაქო მისიის გაზრდას და განიხილეს „ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი“ სომხეთისთვის, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სომხეთის შესაძლო მხარდაჭერა ევროპის მშვიდობის ფონდიდან და „ვიზალიბერალიზაციის ვარიანტი“ სომხეთის მოქალაქეებისთვის.
„ჩვენ განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა ვიყოთ სომხეთის დესტაბილიზაციის მცდელობის მიმართ – შიგნიდან თუ გარედან. ჩემი გზავნილი აზერბაიჯანისთვის ნათელი იყო: სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვის ნებისმიერი მცდელობა იქნება მიუღებელი და ექნება მძიმე შედეგები ჩვენი ურთიერთობების ხარისხზე“, – აღნიშნა ბორელმა.