ევროკავშირის საბჭომ განსაზღვრა თავისი პოზიცია რეგლამენტის REPowerEU–ს შესაბამისად რუსული გაზის იმპორტის თანდათანობით შეწყვეტასთან დაკავშირებით, სრული აკრძალვის საბოლოო ვადად 2028 წლის 1 იანვარი განისაზღვრა. ამის შესახებ საბჭოს პრესსამსახურმა განაცხადა.

რეგლამენტის საბოლოო ტექსტი ჩამოყალიბდება ევროპარლამენტთან მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც მხარს უჭერს დაჩქარებულ ეტაპობრივ გაუქმებას - უკვე 2027 წელს.

ევროკავშირის საბჭოს წინადადების თანახმად, რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა 2026 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება ორწლიანი გარდამავალი პერიოდით: 2025 წლის 17 ივნისამდე დადებული მოკლევადიანი კონტრაქტები დაშვებული იქნება 2026 წლის 17 ივნისამდე, ხოლო გრძელვადიანი კონტრაქტები 2028 წლის 1 იანვრამდე.

ვრცლად liga.net – ზე