უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ ევროკავშირი ცდილობს უკრაინის ბლოკში გაწევრიანებას 2027 წლისთვის, რათა მას წვდომა ჰქონდეს შვიდწლიან ბიუჯეტზე, რომელიც 2028 წელს ამოქმედდება.

ვიქტორ ორბანის განმარტებით, ევროკავშირის ბოლო სამიტის დროს ლიდერებს გადაეცათ დოკუმენტი, რომელშიც ბრიუსელის გეგმები იყო აღწერილი უკრაინის 2027 წელს მიღების შესახებ.

„მათ სურთ უკრაინის მიღება 2027 წელს. ეს იმიტომ ხდება, რომ სურთ უკრაინისთვის ფულის მიცემა ბიუჯეტიდან, შვიდწლიანი ევროპული ბიუჯეტიდან, რომელიც 2028 წლიდან იწყება. ეს ნიშნავს, რომ ამ ფულს ჩვენ, ცენტრალურევროპელებს წაგვართმევენ“, – აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ და განაცხადა, რომ უკრაინა არ გააძლიერებს ევროპას, არამედ „ომში ჩაითრევს“.

1tv.ge