ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების შესახებ პოტენციურ მოლაპარაკებებში სპეციალური წარმომადგენლისდანიშვნას 6 მარტს დაგეგმილი შეხვედრის დროს განიხილავენ, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ამ განხილვამ აქტუალობა მას შემდეგ შეიძინა, რაც ვაშინგტონმა პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთთან და საუბარში არ მონაწილეობენ არც უკრაინა და არც ევროპა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, სამიტი ასევე გახდება პლატფორმა უკრაინის სამომავლო უსაფრთხოებისა და პოტენციური ომისშემდგომი დარეგულირების შესახებ ევროკავშირის უფრო ფართო ხედვის გამოსახატავად. ლიდერები განიხილავენ, როგორი უნდა იყოს სამშვიდობო პირობები და რა ვალდებულებები აქვს ბლოკს.

გარდა ამისა, ევროკომისია აპირებს, რომ შეხვედრაზე კონტინენტის თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერების გეგმა წარადგინოს.

www.interpressnews.ge