ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ, - ამის შესახებ განცხადებას ევროკავშირის საბჭოში ბელგიის თავმჯდომარეობა ავრცელებს.

„ახლახან, ევროკავშირის ელჩები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ, სანქციების ძლიერ და არსებით მე-14 პაკეტზე შეთანხმდნენ. აღნიშნული პაკეტი მიზანმიმართულ ახალ ზომებს ითვალისწინებს და ხვრელების დახურვით არსებული სანქციების ზემოქმედებას მაქსიმალურად ზრდის“, - ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სანქციების მე-14 პაკეტის მიზანი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვის შეზღუდვაა.