ევროკავშირი უკრაინას სამხედრო დახმარებისთვის დამატებით 5 მლრდ ევროს გამოუყოფს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელიმ სოციალურ ქსელში დაწერა.

„ჩვენ ეს შევძელით. ფონდი საშუალებას მოგვცემს, გავზარდოთ ჩვენი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინისთვის კიდევ 5 მილიარდი ევროთი. გზავნილი ნათელია:  ჩვენ მთელი ძალით დავუჭერთ მხარს უკრაინას, რათა გაიმარჯვოს“, – წერს ბორელი.