ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა დააანონსა. ამჯერად, საუბარია ინიციატივაზე, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც ევროკავშირი 2025-2027 წლებში ისრაელისთვის გამოყოფილ პირდაპირ სახელმწიფო დაფინანსებას გაყინავს. საუბარია თანხებზე, რომლებითაც უნდა დაფინანსებულიყო საჯარო სექტორი, მედიცინა, განათლება თუ ინფრასტრუქტურა.
ინიციატივის დამტკიცებას ევროკავშირის წევრების კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. თუ ეს მოხერხდა, მაშინ ისრაელი მომდევნო 2 წლის განმავლობაში $6.5 მილიონის დახმარებას დაკარგავს. ამასთან, გაჩერდება $15.1 მილიონის მიმდინარე პროექტების დაფინანსება.
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მსგავსი მკაფიო ნაბიჯების მიზეზი ისრაელის მიერ ორ მხარეს შორის გაფორმებული შეთანხმების მეორე მუხლის დარღვევაა. საუბარია ღაზაში მიმდინარე სამხედრო მოქმედებებზე, ჰუმანიტარული დახმარებების დაბლოკვასა და იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ახალი დასახელებების შექმნაზე, რაც ევროკავშირის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევად და დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფად ფასდება.
ცნობისთვის, გაერთიანების ზოგიერთი წევრი, მათ შორის იტალია და გერმანია ამ და სხვა ეკონომიკურ ნაბიჯებს მხარს არ უჭერენ.