ევროკავშირი საბანკო სექტორის რეფორმირების ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენას გეგმავს. მათი მიზანია ბლოკის შიგნით ფინანსური ბარიერების მოხსნა და კრიტიკული დაფინანსების საკითხებში უცხოურ ბანკებზე დამოკიდებულების შემცირება, – ამის შესახებ ნათქვამია ევროკომისიის ანგარიშის პროექტში, რომელსაც Euronews-ი გაეცნო.

დოკუმენტი, რომელიც 15 ივლისს უნდა წარადგინონ, საფუძველს უყრის საბანკო სისტემის უფრო მასშტაბურ რეფორმას, რომელიც 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

„ევროკავშირის საბანკო ბაზარი კვლავ ფრაგმენტირებულია და ზოგიერთ სეგმენტში ზედმეტად რთული გახდა“, - ნათქვამია ანგარიშში. შედეგად, დოკუმენტი აზუსტებს, რომ „ოჯახები და ბიზნესები სესხებისთვის იმაზე მეტს იხდიან, ვიდრე უნდა იხდიდნენ“.

ვრცლად euronews – ზე