ეთიოპიის ხელისუფლებამ თვითმფრინავის მგზავრებს ქვეყანაში წარმოებული ყავის ექსპორტი დროებით აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საელჩო ავრცელებს. 

აკრძალვა დაწესებულ იქნა „ეთიოპიის საბაჟო ორგანოების მიერ ახალი წესრიგის შემოღებასთან დაკავშირებით“. შეზღუდვა ეხება ყავას ნებისმიერი ფორმითა და რაოდენობით. დიპლომატებმა მოგზაურებს მოუწოდეს, გაითვალისწინონ ინფორმაცია ეთიოპიის აეროპორტში უსიამოვნო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.

ეთიოპიაში ექსპორტის  უმეტესი წილი ყავიდან მიღებული შემოსავალია. ეთიოპია ყავის წარმოებაში აფრიკის ქვეყნებს შორის ლიდერია. ქვეყანა ამ მაჩვენებლით მეხუთეა ადგილზეა ბრაზილიის, ვიეტნამის, კოლუმბიისა და ინდონეზიის შემდეგ.

მანამდე სამეფო მელბურნის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დაფქული ყავის ნარჩენები შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბეტონის ნარევის შესაქმნელად. ამ ხსნარს შეუძლია 30%-ით გააძლიეროს მასალა.