ესპანეთში წელს ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ჯამში 228 ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 382 607 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. ინფორმაციას უკრაინული მედია ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე (EFFIS) დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანახმადაც დამწვარი ფართობი თითქმის კუნძულ მალიორკის ფართობს უტოლდება.
მათივე მონაცემებით, 2024 წელს 219 ხანძრის შედეგად 42 615 ჰექტარი ტერიტორია დაიწვა. წელს განადგურებული ტერიტორიის ფართობი კი თითქმის 9-ჯერ აღემატება გასული წლისას.
ამ დროისთვის ესპანეთში ხანძრის 40 აქტიური კერაა. სტიქიასთან ბრძოლა 16-დღიანმა ძლიერმა სიცხემ, რომელიც გუშინ დასრულდა, მნიშვნელოვნად შეაფერხა.
სტიქიის გამო დაიხურა პოპულარული კამინო დე სანტიაგოს მომლოცველთა მარშრუტის ნაწილიც.
ესპანეთში ხანძარი ორშაბათს, პიკოს დე ევროპა მთის ქედის სამხრეთ კალთებზე გავრცელდა.