ესპანეთმა 2024 წელი ინფლაციის ზრდით დაასრულა. სამომხმარებლო ფასები წლის ბოლო თვეში 2.8%-ით გაიზარდა წლიურად, რამაც მოლოდინს გადააჭარბა. მონაცემები ესპანეთის სტატისტიკის ეროვნულმა ინსტიტუტმა (INE) გამოაქვეყნა.

ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ დეკემბერში ინფლაცია 2,6%-მდე დაჩქარდებოდა. ნოემბერში 2.4% იყო.

ევრონიუსი