ესპანურმა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა Beveland-მა გამოუშვა ჯინი Aigin–ი, რომლის რეცეპტის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტი (AI) გამოიყენეს – წერს Drinks International.

სასმლის შესაქმნელად საოჯახო კომპანიამ გამოიყენა ალგორითმები, რომლებიც აანალიზებდნენ ინგრედიენტების 2 მილიონზე მეტ კომბინაციას, დისტილაციის მეთოდებსა და მაცერაციას.

მწარმოებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტექნოლოგიის განვითარების მიუხედავად, ხელოვნურ ინტელექტს არ შეუძლია სასმლის შექმნა დამოუკიდებლად. 

წყარო: rbc