ესპანეთი სარკინიგზო კატასტროფის მსხვერპლების ოჯახებს კომპენსაციის სახით, ჯამურად, 20 მილიონ ევროს გადაუხდის.
მედიის ცნობით, დაღუპულთა ოჯახები არაუმეტეს სამი თვის განმავლობაში 216 000 ევროს მიიღებენ. ამასთან, ფინანსურ კომპენსაციას მიიღებენ დაშავებულებიც. როგორც ცნობილია, ისინი ზარალის შესაბამისად 2 400-დან 84 000 ევრომდე ფინანსურ კომპენსაციას მიღებენ.
ცნობისთვის, ესპანეთში 18 იანვარს მალაგადან მადრიდის მიმართულებით მიმავალი ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა და მეორე მატარებელს შეეჯახა. ავარიის შედეგად 45 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის შედეგად 150-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. გამოძიების მიხედვით, სარკინიგზო შემთხვევის მიზეზად ლიანდაგზე აღმოჩენილი დაზიანება დასახელდა.
1tv.ge