ერთ დღეში მსოფლიოს უმდიდრესმა ცხრა ადამიანმა ჯამში 35.984 მლრდ დოლარი დაკარგა. ამაზე მოწმობს Bloomberg Billionaires Index-ის მონაცემები. კერძოდ, დღევანდელი მონაცემებით ათეულში მყოფ მილიარდერებს შორის ყველაზე დიდი დანაკარგი - 7.1 მლრდ დოლარი ლარი ელისონის ანგარიშზეა, რომელსაც 6.33 მლრდ დოლარით ილონ მასკი მოჰყვება.
როგორ შეიცვალა Bloomberg-ის მილიარდერების რეიტინგში მყოფი უმდიდრესი 10 ადამიანის ქონება ერთ დღეში:\
ილონ მასკი - 343 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 6.33 მლრდ დოლარი)
მარკ ცუკერბერგი - 232 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 5.30 მლრდ დოლარი)
ჯეფ ბეზოსი - 230 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 4.96 მლრდ დოლარი)
ბერნარ არნო - 192 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 3.33 მლრდ დოლარი)
ლარი ელისონი - 186 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 7.10 მლრდ დოლარი)
ბილ გეითსი - 165 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 144 მლნ დოლარი)
ლარი ფეიჯი - 153 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 3.38 მლრდ დოლარი)
სერგეი ბრინი - 144 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 3.14 მლრდ დოლარი)
სტივ ბალმერი - 138 მლრდ დოლარი (ცვლილება ერთ დღეში მინუს 2.30 მლრდ დოლარი)
ერთადერთი, ვისი ქონებაც ერთდღიან ინტერვალში კი არ შემცირდა, გაიზარდა, ეს Bloomberg-ის ათეულში მყოფი უორენ ბაფეტია. ერთდღიან ინტერვალში ფილანტროფის ქონება 2.56 მლრდ დოლარით გაიზარდა და დღეის მონაცემებით 157 მლრდ დოლარს შეადგენს.