ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების კალსოს სამხედრო ბაზაზე მდებარე სამეთაურო პუნქტში აფეთქების მიზეზი საჰაერო დარტყმა იყო. აფეთქების შედეგად, ერთი მებრძოლი დაიღუპა და ექვსი დაშავდა.
ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ დგას ერაყის სახალხო მობილიზაციის ძალების სამხედრო ბაზაზე განხორციელებული საჰაერო იერიშის უკან. კალსოს სამხედრო ბაზა ბაღდადიდან, დაახლოებით, 50 კილომეტრში მდებარეობს.