ჩინური ელექტრომობილების კომპანიის BYD-ის აქციები ოქტომბერში 1%-ით გაიზარდა და ამ მაჩვენებლით  Tesla-ს აჯობა, რომელიც 17%-ით დაეცა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

აღნიშნულია, რომ ანალიტიკოსებმა თავიანთი პროგნოზები ჩინური კომპანიასთან დაკავშირებით გაზარდეს, რაც მიმდინარე თვეში BYD-ის რეკორდულ მაჩვენებელს უკავშირდება.

გარდა ამისა, გამოცემა ხაზს უსვამს, რომ BYD-მა, მკაცრი კონკურენციისა და ჩინურ ელექტრომობილებზე მოთხოვნის შენელების მიუხედავად, რეკორდულ მაღალ გაყიდვებს მიაღწია.

BYD-მა ბოლო კვარტალში 822 000-ზე მეტი მანქანა გაყიდა, მათ შორის ჰიბრიდები, რაც მას ჩინეთში ყველაზე გაყიდვადი ბრენდის სტატუსის დაცვაში დაეხმარა.