სვერიგს რიკსბანკის სახელობის ალფრედ ნობელის პრემია, რომელიც ეკონომიკის დარგში გაიცემა წელს დარონ აჩემოღლუს, საიმონ ჯონსონსა და ჯეიმს რობინსონს გადაეცათ, რომლებმაც ჩაატარეს კვლევა, თუ როგორ იქმნება ინსტიტუტები და როგორ მოქმედებენ ისინი კეთილდღეობაზე.

ლაურეატებმა ინოვაციური მოკვლევა ჩაატარეს, იმასთან დაკავშირებით თუ რა ახდენს გავლენას ქვეყნების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში. მათი შეხედულებები იმის შესახებ, თუ როგორ ახდენენ ინსტიტუციები ზეგავლენას კეთილდღეობაზე, აჩვენებს, რომ მუშაობა დემოკრატიისა და ინკლუზიური ინსტიტუციების მხარდასაჭერად მნიშვნელოვანი გზაა ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისთვის.

მათ ასევე შეიმუშავეს თეორიული ინსტრუმენტები, რომლებსაც შეუძლიათ ახსნან, რატომ რჩება ინსტიტუტებში განსხვავებები და როგორ შეიძლება მათი ცვლილება.

ნობელის კომიტეტმა შეაქო სამეული იმის ახსნისთვის, რომ “საზოგადოებები ცუდი კანონის უზენაესობით და უწყებები, რომლებიც ექსპლუატაციას უწევენ მოსახლეობას, არ წარმოქმნიან ზრდას ან ცვლილებას უკეთესობისკენ“.

ქვეყნები, რომლებმაც განავითარეს „ინკლუზიური ორგანოები“ დროთა განმავლობაში გახდნენ აყვავებულნი, ხოლო ქვეყნებმა, რომლებმაც განავითარეს „მოპოვებითი ინსტიტუციები“ განიცდიდნენ მუდმივ დაბალ ეკონომიკურ ზრდას.

ცნობისთვის, გასულ წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია კლაუდია გოლდინს გადაეცა, რომელმაც ჩაატარა კვლევა ქალებთან დაკავშირებით თუ რატომ მუშაობენ ქალები მთელს მსოფლიოში მამაკაცებზე ნაკლებად და მუშაობის შესაბამისად, რატომ გამოიმუშავებენ ნაკლებ ფულს. ის ეკონომიკის დარგში წარდგენილ 93 ქალბატონს შორის მესამე ნობელის ლაურეატი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ნობელის პრემიის სტანდარტულ 5 დარგს ეკონომიკა 1969 წელს შვედეთის სამეფო აკადემიის წინადადებით დაამატეს. გამარჯვებულ მკვლევრებს კი 11 მილიონი შვედური კრონა ანუ დაახლოებით 1,1 მილიონი დოლარი გადაეცემათ.

bm.ge