ეკონომიკის და დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე აშშ-ის ამომრჩევლებში იკლებს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის უპირატესობა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან მიმართებით - ამას აჩვენებს 27 აგვისტოს გავრცელებული გამოკითხვის შედეგი.

Reuters/Ipsos-ის მიერ 23-25 აგვისტოს ჩატარებული გამოკითხვით, ეკონომიკის და დასაქმების საკითხებთან ტრამპის მიდგომებს უპირატესობას ანიჭებს რეგისტრირებული ამომრჩევლის 43%, ჰარისისას - 40%, რაც 3%-იანი განსხვავებაა. Reuters/Ipsos-ის მიერ ივლისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვით, ტრამპს ეკონომიკის საკითხებზე 11%-იანი უპირატესობა ჰქონდა.

დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საკითხებში, ჰარისს და ტრამპს 40-40%-იანი მხარდაჭერა აქვთ, თანაბრად. თუმცა ჰარისის მაჩვენებელი ამ კატეგორიაშიც გაუმჯობესებულია - ივლისის გამოკითხვაში ის აქ ტრამპს 5%-ით ჩამორჩებოდა.

წყარო: რადიო თავისუფლება