გერმანიის ეროვნულ საპარლამენტო არჩევნებში, ეგზიტპოლების მიხედვით ფრიდრიხ მერცის კონსერვატიულმა ალიანსმა გაიმარჯვა.

გამოკითხვის მიხედვით, კონსერვატორები, რომლებიც შედგებიან მერცის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირისგან (CDU) და  ქრისტიან-სოციალური კავშირისგან (CSU), სავარაუდოდ, 29%-ით უსწრებენ ყველა სხვა პარტიას.

ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) - პარტია, რომელსაც აქვს ძლიერი ანტიმიგრაციული და პრორუსული პოზიციები - მეორე ადგილზეა 19.5%ით.

ARD-ისა და ZDF-ის ეგზიტპოლების თანახმად, კანცლერ ოლაფ შოლცის მემარცხენე-ცენტრისტული სოციალ-დემოკრატები სავარაუდოდ მესამე ადგილზე გავლენ.

წყარო: მთავარი არხი