ეგვიპტემ ახალი ქალაქის აშენების გეგმების შესახებ გამოაცხადა - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე გაშლილი „მეგაპროექტი“ ბარსელონას ორჯერ დიდი უნდა იყოს.
ახალი ქალაქი რას ელ-ჰეკმა კაიროს ჩრდილო-დასავლეთით 350 კილომეტრში განთავსდება. 170 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე იქნება გოლფის მოედნები, Accor-ისა და Ennismore-ის კურორტები და საერთაშორისო ნავმისადგომი იახტებისთვის. მრავალმილიონდოლარიანი პროექტის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო პარასკევს (4 ოქტომბერი) დაიწყო.