დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და თავისი გაუმართლებელი და დამანგრეველი აგრესიული ომი დაასრულოს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ნოელ ბარო სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, რუსულმა ძალებმა აპრილში უკრაინაში 120 კვადრატული კილომეტრით უკან დაიხიეს.
„ვლადიმერ პუტინის არმიამ აპრილში უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, რაც ბოლო 3 წლის განმავლობაში პირველად მოხდა. რუსეთის ეკონომიკა კრიზისში იძირება. დროა, კრემლმა თვალები გაახილოს საკუთარი წარუმატებლობის მიმართ და თავისი გაუმართლებელი და დამანგრეველი აგრესიული ომი დაასრულოს“, - წერს საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.